მხარგრძელი შანშე (II)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შანშე (II) მხარგრძელი - ათაბაგი. 1290-იან-1310 წწ-ში. დიდი შანშეს (I) შვილიშვილი, მანდატურთუხუცეს ივანე (II) მხარგრძელის ძე; მონღოლთა სამსახურში ჩამდგარი მოხელე. ათაბაგ-ამირსპასალარი XIII ს-ის 90-იანი წწ-ის მეორე ნახევარში 1310 წ-მდე; მონღოლთა სამსახურში ჩამდგარი მოხელე; იმდროინდელი პოლიტიკური მოვლენების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. იგი მოციქულობდა ყაზან ყაენს ბექა ჯაყელთან, რათა მასთან აღსაზრდელად გამოეგზავნა ყრმა გიორგი (მომავალი გიორგი V). ჟამთააღმწერელი შანშეს დავით VIII-ის წინააღმდეგ მონღოლთა სადამსჯელო ექსპედიციის წევრად მოიხსენიებს. „ათაბაგ-ამირსპასალარი შაჰანშა“ იხსენიება 1310 წ-ის ერთ-ერთ სომხურ წარწერაში, ხოლო მხოლოდ ათაბაგად მისი ძმის, ათაბაგ ვაჰრამის, საფლავის ქვის ქართულენოვან ეპიტაფიაში.



წყაროები და ლიტერატურა

ჟამთააღმწერელი 1959: 304, 306, 308, 309; მესხია 1979: 317; მურადიანი 1977: 178.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები