ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპისკოპოსი იაკობი

ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი)ეპისკოპოსი იაკობი, ერისკაცობაში კონსტანტინე იაკობიშვილი, დაიბადა 1962 წლის 1 მარტს თბილისში.

1979 წელს დაამთავრა ქ. თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და ამავე წელს ჩააბარა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

1985-2003 წლებში საერო სამსახურშია.

2003 წლის 15 მარტს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად იაკობი.

2010 წლის 7 მაისში - წმინდა სინოდმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში მოღვაწე არქიმანდრიტი იაკობი დაადგინა ცურტაველ ეპისკოპოსად და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად;

ცურტავის ეპისკოპოს იაკობის სიტყვა მღვდელმთავრად წარდგინებისას, სამების საპატრიარქო ტაძარი, 8 მაისი 2010 წ.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, მამანო, ძმანო, დედანო და დანო!
დიდება და მადლობა ღმერთს!
„დიდ არს უფალი და საკვირველ არიან საქმენი მისნი“
დიდმა სიხარულმა და მღელვარებამ მოიცვა ჩემი სული. „შიში და ძრწოლაი მომიხდა მე“ (ფს. 54,5), რამეთუ დიდია პასუხისმგებლობა,რომელიც მეკისრება ღვთის, ერის, დედა ეკლესიისა და თქვენს წინაშე.
ამ მსახურების მასწავლებელი და მაგალითის მომცემი ჩვენთვის უფალი იესო ქრისტეა, რომელიც სწამებს: „რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაი, იყოს იგი თქუენ და მონა. ვითარცა ძე კაცისაი არა მოვიდა, რაითამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემდ სულთ ვისი სახსრად მრავალთათვის“. ეს არის ცხოვრება სხვებისთვის. ეს არის მუდმივი ზრუნვა სხვათა გახარებისათვის, ეს არის თავდაუზოგავი ღვაწლი, ეს არის დიდი და მძიმე ჯვარი. ეს არის საკუთარი თავის უარყოფა.
ვაცნობიერებ ჩემს უძლურებას, უღირსებას, საკუთარი ძალების სიმწირეს, მრავალ სხვა ნაკლულევანობას, წარდგინებული მღვდელმთავრის უმაღლეს წოდებაზე, შევთხოვ სახიერ უფალს დაყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შემწეობას და დახმარებას.
დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენო უწმინდესობავ თქვენ და წმინდა სინოდის წევრებს ამ დიდი ნდობის გამოცხადებისათვის და უმორჩილესად გთხოვთ ლოცვასა და თანადგომას ამ რთულ და საპატიო ღვაწლში.
დიდი მადლობა თქვენო უწმინდესობავ, იმ თანადგომისათვის, რომელიც არასდროს მომკლებია თქვენგან.
მადლობა უფალს ყველაფრისათვის და შევთხოვ ყოვლად წმიდა სამებას თქვენი ლოცვითა და წინამძღოლობით გაამთლიანოს და გააბრწყინოს სრულიად საქართველო. ამინ.“

2010 წლის 9 მაისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით მას ეპისკოპოსად დაასხა ხელი.

2010 წლის ოქტომბრიდან მეუფე იაკობი დაინიშნა პატრიარქის სრულუფლებიან წარმომადგენლად საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

2010 წლის 21 დეკემბერს ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად.

2013 წლის 23 აპრილიდან ხელმძღვანელობს ბოდბის ეპარქიას.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

იაკობი (ეპისკოპოსი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები