ბეთლემი (ეკლესია სამცხეში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:25, 24 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბეთლემი – XIV საუკუნის ეკლესია სამცხეში, ასპინძის მიდამოებში. იგი ძლიერ დაზიანებულია. ინტერიერში შეიმჩნევა მხატვრობის კვალი, განსაკუთრებით საკურთხეველში, ასევე გვხვდება ფრაგმენტული ფრესკული წარწერები ნუსხურად. ეკლესია გადახურული ყოფილა ქვით და ჰქონია ერთი შესასვლელი დასავლეთ მხრიდან.