ბასილი ბაგრატის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბასილი ბაგრატის ძე – (X-XI საუკუნის I ნახევარი), ქართველი საეკლესიო მოღვაწე, წმ. ღირსი მამა (ხსენების დღე 27.05/09.06).

მოღვაწეობდა ტაოში, ხახულის მონასტერში. სწორედ აქ მოიყვანეს მასთან დასალოცად 1019 წელს ჯერაც ყრმა გიორგი, მოგვიანებით მთაწმინდლად წოდებული. ამ პერიოდში ბასილი უკვე სახელგანთქმული მოღვაწეა. გიორგი მცირე თავის თხზულებაში – „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება“ – აღნიშნავს, რომ პატარა გიორგი „დიდსა მასცა ბასილის, ბაგრატის ძესა, მოჰგვარეს და წმიდა კურთხევაჲ მისი მიღებად სცეს, რომელი-იგი მას ჟამსა შინა იყო მოძღვარი და განმანათლებელი ქვეყნისა ჩვენისაჲ“.

ბასილი ცოცხალია 1044-1445 წწ. ანტონ I-ის „წყობილსიტყვაობასა“ და იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“ დახასიათებულია, როგორც ღვთისმეტყველებასა და ფილოსოფიაში განსწავლული მწიგნობარი, მთარგმნელი, „რიტორ-მომთხრობელი და მაღალ ფრასასა ზედან დამთხზველი“, მასვე უწოდებდნენ „ქართველთა ეკლესიათა სამკაულს“. ბასილის ვინაობის საკითხს პირველად შეეხო ანტონ I, რომელმაც ბასილი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე საქართველოს მეფის, ბაგრატ III-ის შვილად მიიჩნია. ამ მოსაზრებას ზოგიერთი მკვლევარი დღესაც იზიარებს.

ჯ. სამუშია

იხილე აგრეთვე

ბასილი ბაგრატის ძე

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები