ჩათხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:28, 6 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩათხი – ქალის პირბადე, თავზე – ლეჩაქზე შემოსაკრავი ქსოვილი, თავსაკრავი. ფართო თვლებით ნაქსოვი თხელი ქსოვილი, რომლითაც ქალები პირისახეს იფარავდნენ. მის შესატყვისად ტერმინები ფეჩე და ჩადრი დასტურდებოდა, თუმცა ბოლო დრომდე აღნიშნული სახის პირბადის აღსანიშნავად უფრო ტერმინი ჩათხი შემოინახა.
გავრცელებული იყო სხვადასხვა ფორმის, ფერისა და გაფორმების ჩათხები. ფორმათა მრავალფეროვნება, ძირითადად, ზომაში გამოიხატებოდა. გვხვდებოდა ჩათხი, რომელიც ქალს წელამდე სწვდებოდა და მეორე ვარიანტი, რომელიც მხოლოდ სახესა და კისერს ფარავდა. აჭარაში მაჰმადიანური რელიგიის გავრცელების პარალელურად იგი უცხო ეთნიკური გარემოდან შემოვიდა.
ლიტერატურა
ნიჟარაძე, 1971:391; ნოღაიდელი, 2017.