გახარია გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი გახარია — დაიბადა 1975 წლის 19 მარტს ქ. თბილისში. — პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2019-2021, შინაგან საქმეთა მინისტრი; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.
განათლება
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1992-1994);
- მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი (1994-1999);
- მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლა, მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი (2003-2004)
სამუშაო გამოცდილება
- სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებში ხელმძღვანელ პოზიციებზე (1999-2008)
- მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი (2006-2009)
- Lufthansa Service Holding AG.LSG in Frankfurt, Germany ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში (2008-2013)
- საქართველოს ბიზნესომბუდსმენი (2013-2016)
- საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი (2014-2015)
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (2016-2017)
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2017-2019)
- ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი (2019)
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი (2019-2021)
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს პრემიერ-მინისტრები
- საქართველოს თანამდებობის პირები
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრები
- 2016-2020 წლების საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2020-2024 წლების საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრები