კახიანი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი კახიანი – დაიბადა 1973 წლის 12 ოქტომბერს თბილისში. — იურისტი და პოლიტიკოსი, სამართლის დოქტორი.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1995).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე (1999-2004).
- ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას (2004-2005);
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი (2005-2007);
- თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2013 წლის მაისიდან – 2016): მაჟორიტარი, №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2019-), საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020); საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (17-12-2020), ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - კომიტეტის წევრი (17-12-2020).
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი იურისტები
- ქართველი პედაგოგები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2016-2020 წლების საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2020-2024 წლების საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების წევრები
- კახიანები