საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:09, 11 თებერვალი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტი (IPC) - პარალიმპური მოძრაობის მმართველი ორგანოა. მისი მთავარი დანიშნულებაა მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის სპორტის განვითარება, ზაფხულისა და ზამთრის პარალიმპური თამაშების ორგანიზება, პარასპორტსმენთა მსოფლიო ჩემპიონატების და სხვა შეჯიბრებების ჩატარება, სპორტის პარასახეობების პოპულარიზაცია. ზრუნავს პარალიმპელების სპორტული დაოსტატებისთვის საჭირო პირობის შესაქმნელად. ამ მიზნით თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან.
პარალიმპური კომიტეტი შეიქმნა 1989 წელს. ორგანიზაციას ხელმძღვანელობენ გენერალური ასამბლეა (გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი ორგანო), მმართველი საბჭოს (აღმასრულებელი ორგანო), საგნობრივი კომიტეტები და კომისიები.