კოსტავა გურამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:09, 2 თებერვალი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გურამ კოსტავა — (დ. 18 ივნისი 1937, თბილისი) — ქართველი სპორტსმენები, მოფარიკავე, დაშნა. XVII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი გუნდურ პირველობაში (1960, რომი), XVIII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი პირად პირველობაში (1964, ტოკიო). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1961, 67), ორგზის მეორე (1959, 66 ორივე გუნდურში) და ორგზის მესამე პრიზიორი (1963, 65 ორივე პირადში), სსრკ ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1961), ხუთგზის მეორე (1960, 61, 62, 64, 68) და ხუთგზის მესამე პრიზიორი (1957, 58, 60, 65, 67), სსრკ თასის მფლობელი(1960). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების და სეოკის ორდენების კავალერი.