ქველიაშვილი შოთა
შოთა ქველიაშვილი — (დ. 1 იანვარი, 1938, თბილისი — გ. 25 აპრილი, 2004) — ქართველი სპორტსმენი, ტყვიის მსროლელი. XVIII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი პირად პირველობაში (1964, ტოკიო), XIX ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1968, მეხიკო IV ადგილი), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1959 გუნდურში, 1969 პირადსა და გუნდურში), ახალგაზრდებს შორის მსოფლიო პირველობაში გამარჯვებული (1958), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1961, 64, 68), სამგზის მეორე (1961, 63, 68) და მესამე (1959, 63, 67) პრიზიორი, სსრკ ხალხთა II და III სპარტაკიადების მეორე პრიზიორი (1959 პირადში, 1963 გუნდურში), III და IV სპარტაკიადების მესამე პრიზიორი (1963, 67 ორივე პირადში). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ტყვიის სროლის საერთაშორისო ფედერაციის წევრი (1982-92), სპორტის აკადემიის გამოყენებითი სახეობების კათედრის გამგე (198804). ღირსების ორდენის კავალერი.