მესხი ლეილა (ჩოგბურთელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:53, 1 თებერვალი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლეილა მესხი — (დ. 5 იანვარი, 1968, თბილისი), ქართველი ჩოგბურთელი. 1992 წლის ბარსელონის XXV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი წყვილთა თანრიგში (ნატალია ზვერევასთან ერთად). სსრკ ჩემპიონი (1989). 1990-91 წლებში შედიოდა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელ ქალთა ოცეულში, საუკეთესო ადგილი მსოფლიო რეიტინგში – მე-12 (1991 წლის აგვისტო). მონაწილეობა მიიღო „გრანდ სლემის” 23 ტურნირში (56 შეხვედრიდან 33 მოიგო). ითამაშა „დევისის თასის” 9 მატჩში (5 სსრკ ნაკრებში, 4 საქართველოს ნაკრებში). მოგებული აქვს WTA ტურის 5 ტურნირი: ნეშვილის (აშშ) 1989; ოკლენდის (ახალი ზელანდია) და მოსკოვის (სსრკ) 1990; ველინგტონის (ახალი ზელანდია) 1991; ჰობარტის (ავსტრალია) 1995. ღირსების ორდენის კავალერი.