პოღოსიანი რუსლან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რუსლან პოღოსიანი – დაიბადა 1982 წლის 12 ივლისს თბილისში. — იურისტი, პოლიტიკოსი.
განათლება – დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკუტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- შპს "ალეკოს" იურისტი (2004-2007)
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ - წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015