ასანიძე გიორგი
გიორგი ასანიძე – დაიბადა 1975 წლის 30 აგვისტოს საჩხერეში. ძალოსანი (77და 85 კგ). XXVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2004, ათენი), XXVII ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (2000, სიდნეი). საუკეთესო შედეგი სამმა ძალოსანმა აჩვენა. მათ შორის მედლები პირადი წონის მიხედვით განაწილდა, სამეულში კი ყველაზე მძიმე ქართველი სპორტსმენი აღმოჩნდა). მსოფლიოს ჩემპიონი (2001) და მეორე პრიზიორი (2002), ევროპის სამგზის ჩემპიონი (2000, 01, 02) და მეორე პრიზიორი (1998). მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1995). ატაცში დამყარებული აქვს ორი მსოფლიო რეკორდი: 168 კგ (77 კგ კატეგორიაში, 1998) და 181 კგ (85 კგ კატეგორიაში, 2000). ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებისა და ღირსების ორდენის კავალერი. ათენის საპატიო მოქალაქე (01.01.2004)
სარჩევი |
განათლება
საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია (1996);
შრომითი გამოცდილება
- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო მოსამსახურე (1993 - 2004)
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, №4 კრწანისის საარჩევნო ოლქი, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №10 გლდანის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
- საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
იხილე აგრეთვე
წყარო
- ქართველი სპორტსმენები
- ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2004-2008 წლების საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2008-2012 წლების საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსნები
- ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენოსნები
- ქართველი ძალოსნები
- ქართველი მწვრთნელები