ხაბარელი შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოთა ხაბარელი

შოთა ხაბარელი – დაიბადა 1956 წლის 26 დეკემბერს ქარელის რ-ნის სოფ. ძლევისჯვარში. — ძიუდოისტი (78 კგ). XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980, მოსკოვი), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1983), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1979, 83), ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორე (1979, 82) და ორგზის მესამე (1981, 83) პრიზიორი პირად პირველობაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი (1982, 85), სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი (1983), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1981). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1987-91 და 1997-2009). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები სამჯერ ევროპის და ორჯერ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი გახდა. 2002, 2003, 2006 და 2008 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო მწვრთნელად. ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

განათლებასაქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი (1981).

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, მთავარი მწვრთნელი (1986-1991)
  • უნივერსიტეტი "ლეგია და კომპანია", პრორექტორი (1991-1994)
  • საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, მთავარი მწვრთნელი (1987-1991; 1997-2009)
  • 2009 წლიდან საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

პარლამენტის წევრი

  • მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №4 კრწანისის საარჩევნო ბლოკი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი, თბილისის №13 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.

სახელმწიფო ჯილდოები

  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (01.01.2000)
  • ღირსების ორდენი (01.01.2002)
  • ღირსების ორდენი (01.01.2003)
  • ღირსების ორდენი (01.01.2006)

წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები