ბიბლიოვიკი
ბიბლიოვიკში მონაცემების შეტანა, განახლება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოვიკის ადმინისტრატორის მიერ. |
ეს არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები.
რჩეული სტატიაშნიმანი ქეროლი – ადრეულ ეტაპზე, პერფორმანსის მიმდევარ არტისტთა შორის, მრავლად იყვნენ ქალები. ხელოვნებაში საუკუნეების მანძილზე სწორედ ქალის სხეული წარმოადგენდა მამაკაცთა საგანგებო ყურადღების ობიექტს. პერფორმანსის ხელოვნება საშუალებას აძლევდა ქალებს ეკონტროლებინათ მაყურებლის მიერ მათი სხეულის აღქმის პროცესი, წარსულისკენ მიეპყროთ მზერა და გამოეწვიათ კიდეც თავიანთი აუდიტორია. ქეროლი შნიმანის სხეულის დღესასწაული ადრეული პერფორმანსის უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. ეს რადიკალურად ფემინისტური პერფორმანსი პირველად პარიზში, ჟან ჟაკ ლებელისა და კინეტიკური ჯგუფის თეატრის მიერ de la libre Expression-ის ფესტივალზე გათამაშდა, მეორედ კი ნიუ იორკში, სადაც ის ფოტო და კინოფირზე აღბეჭდეს. სრულად...
|
დღის სტატიაასამბლიაჟი − ერთი ახალი სახელოვნებო მიმართულება, რომელიც XX საუკუნის მეორე ნახევარში განვითარდა იყო ასამბლიაჟი - განსხვავებული, შეუთავსებელი ელემენტების კომბინირებით, ნაწარმოების აწყობის ხელოვნება. 1950 წლისთვის, ლუიზ ნეველსონი (Louise Nevelson, 1899-1988) უკვე ქმნიდა ანალიტიკური კუბიზმით შთაგონებულ, ასამბლიაჟის სხვადასხვა ვერსიებს. მანჰეთენის დაუნთაუნში ხეტიალისას, იგი აგროვებდა გადაყრილ შესაფუთ კოლოფებს, რომლებშიც ფრთხილად ანთავსებდა სკამის ფეხებს, ცოცხის სახელურს, მცირე ზომის კარადის კარებს, ჩარხის მბრუნავ ლილვებს და ხის ნაკეთობათა სხვა ნარჩენებს. ცალკეული ელემენტების რაობის დასამალად, ის ასამბლაჟებს მქრქალი შავი ფერით ღებავდა, რაც ხელს უწყობდა როგორც მათ ფორმალურ გაერთიანებას, ისე საიდუმლო ატმოსფეროს შექმნას. სრულად... |
დღის სურათი
|
ყვავილის მტვერიყვავილის მტვერი – უნიკალური სამკურნალო ცილოვანი ბუნების პროდუქტია, რომელსაც ფუტკარი მოიპოვებს მტვრისმომცემი მცენარეებისაგან. შეიცავს ცხიმებს, ნახშირწყლებს, ცილებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, პიგმენტებს, ჰორმონებს და სხვ. ყვავილის მტვერი ცილების, ცხიმების, მინერალური მარილების და ვიტამინების ძირითადი წყაროა. ფიჭაში თაფლით დაკონსერვებული ყვავილის მტვერი ნატურალური პროდუქტია, მისი შექმნა მხოლოდ ფუტკარს შეუძლია და ფალსიფიკაციას არ ექვემდებარება. ყვავილის მტვრის ქიმიური ანალიზი პირველად ჩატარდა 1886 წელს. შემდეგ, მტვრის ქიმიური შემადგენლობა სხვადასხვა დროს განსაზღვრეს ყოფილი საბჭოთა კავშირის, საფრანგეთის, იაპონიის, შვეიცარიის, ჩეხოსლოვაკიის მეცნიერებმა. სრულად... |