აშვაძა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:04, 23 ნოემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშვაძა (აშοაძა) - აფხ. - ჭყინტი, ნედლი, ჩვილი ყველი. ადუღებულ, გაწურულ რძეს თუჯის ქვაბში ასხამენ. გარკვეული რაოდენობის შრატსა და კვეთს „აცარგუაშο“ -ს (რომელსაც საქონლის ფაშვისაგან აკეთებენ) უმატებენ. რძე როდესაც ამჟავდება, ნალექს შრატი გამოეყოფა. მას ცეცხლზე დგამენ და ნალექს ხელით ამრგვალებენ. დამრგვალებულ, ახალამოყვანილ ყველის მასას, მზა, წნულ კალათაში ჩადებენ და ჩამოკიდებენ. როგორც კი, მასა შრატისაგან დაიწრიტება, იგი უკვე ყველია. დღესა ფხაზებს ორი სახის ყველი ამოჰყავთ. ერთი, რომელსაც მარილის მეტს არაფერს უკეთებენ და სულგუნი აფხაზებმა ამ ბოლო ხანს სულგუნის შებოლვაც დაიწყეს. ისინი კერიის თავზე, შესაბოლად ლატანზე ტოვებენ სულგუნს 2-3 კვირით. იგი ღია ყავისფერი ხდება და სასიამოვნო არომატსაც იღებს. ძველად აფხაზების წინაპრები მხოლოდ თხის ყველს აკეთებდნენ.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები