ჰერაიდები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰერაიდები, ჰერაიები - ზევსის მეუღლისა და დის, ქორწინებისა და ცოლქმრული სიყვარულის მფარველი ქალღმერთის - ჰერას საპატივცემულოდ ოლიმპიაში საგანგებოდ იმართებოდა ქალების ასპარეზობა, ასევე ყოველ 4 წელიწადში ერთხელ - იმავე სარბიელზე, სადაც მამაკაცები გამოდიოდნენ - ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ. ამ ასპარეზობას ჰერას საპატივცემულოდ „ჰერაიდები“ ანდა „ჰერაიები“ ეწოდებოდა. შეჯიბრება მხოლოდ სირბილში იმართებოდა. ლეგენდის თანახმად, ეს თამაშები ჰიპოდამიამ დაარსა. მას მერე, რაც მისი ბოროტი და სასტიკი მამა მიწას მიაბარეს, თვითონ კი პელოპესთან ბედნიერად იქორწინა, ჰერას წინაშე თავისი მადლიერება რომ გამოეხატა, ჰიპოდამიამ 16 ქალი შეკრიბა და პირველი „ჰერაიდები“ გამართა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები