ადღრჟო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:09, 10 ნოემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადღრჟო - აფხ. თაფლზე მოხარშული სიმინდის ფქვილის ფაფა. ამზადებენ ღომივით. წყალში გახსნილ ბევრ თაფლს სიმინდის ფქვილს და ცოტა მარილს უკეთებენ. ნახევარი საათი ხარშავენ. შემდეგ ხის მაგიდაზე გადმოიტანენ და გააბრტყელებენ. გაცივების შემდეგ ოთხკუთხედ ნაჭრებად ჭრიან. ამ საკვებს უმეტესად ქელეხებზე ხმარობდნენ. რადგან დიდხანს არ ფუჭდებოდა, მონადირეები და მწყემსებიც მთაში,საძოვარზე ყოფნისას მოიხმარდნენ. აფხაზები მას სპეციალურ ტიკებში (აჰათა) ინახავდნენ.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები