ტელუსი – (რომ.) მიწის ძველიტალიკური ღვთაება, მიწისძვრათა ქალღმერთი. რომაელები მას „ტერა მატერ“-საც უწოდებდნენ, რაც ქართულად დედამიწას ნიშნავს.
ტელუსს აიგივებდნენ გეასთან. მიიჩნევდნენ სიცოცხლისა და სიკვდილის ქალღმერთად (მიწად ჩადიან მიცვალებულნი).
ბოლოს მისი კულტი შეერთო კერესის კულტს.
წყარო
მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის