გარდატენის ჯებირის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარდატენის ჯებირის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მის სამხრეთით 6 კმ-ში მდებარე სოფელ გარდატენის დასაწყისში, ჯებირაანთ უბანში. თარიღდება გვიანდელ ფეოდალურ ხანით.

აღწერილობა

კლესია დარბაზულია (7,5X5,6), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. წყობა ირეგულარულია. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, კონქი და აღმოსავლეთის კედლის დიდი ნაწილი, სანახევროდ ჩანგრეულია ჩრდილოეთის კედელიც. გარედან არქიტრავით გადახურული სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე შვერილი მხრებით. აფსიდის ღერძზე სარკმელია (შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილი). აფსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით კედლებში ნახევარწრიული, ღრმა ნიშებია. დარბაზის გრძივი კედლების შუა ნაწილში, კამარის ქუსლთან, თაროა, რომელიც ორივე მხრიდან ბრტყელი ქვითაა გადახურული. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, ქვევით, მცირე სწორკუთხა ნიშია. სამხრეთ ფასადზე შემორჩენილია ბრტყელი ლავგარდანი. ამ მხარეს ეკლესიას მინაშენი ჰქონია.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები