გეგელაშვილი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი გეგელაშვილი – დაიბადა 1958 წლის 20 ნოემბერს ქუთაისში. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1981).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამედიცინო, სამეცნიერო საქმიანობას (1981-2003);
- შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტი-ნევროლოგი (2001- 2003);
- ნევროლოგიური საზოგადოებების ევროპის ფედერაციის საბჭოს წევრი;
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008) პარტიული სიით: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.