მოლოდინი მარინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარინა მოლოდინი – დაიბადა 1958 წლის 22 თებერვალს დუშეთში.
განათლება – უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი (1982).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას.
- დუშეთის რაიონის გამგებლის მოადგილე (1992-1995)
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სიით, ფრაქცია სმკ-ს მდივანი, თვითმმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №28 დუშეთის საარჩევნო ოლქი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტის წევრი.
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენი (20.10.1999)
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1995-1999 წლების საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1999-2004 წლების საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2004-2008 წლების საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები