აიდინოვი ვიტალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვიტალი აიდინოვი – დაიბადა 1939 წლის 28 აგვისტოს წალკაში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო ტრანსპორტის ფაკულტეტი (1979).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე (1964-95).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, წალკის №25 საარჩევნო ოლქი, ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა კომიტეტის წევრი.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2003): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, დარგობრივი ეკონომიკის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების წევრი.