შურღაია ვალტერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვალტერ შურღაია – დაიბადა 1944 წლის 20 მაისს სანაკის რაიონის სოფელ ზანაში.
განათლება – საშუალო განათლებით.
სამუშაო გამოცდილება
- იყო გასამართლებული ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით.
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, ზუგდიდის №93 რუხის საარჩევნო ოლქი, საქართველოს ჰელსინკის კავშირი, თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისიის მდივანი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის, იურიდიული კომისიის წევრი;
- პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი);