გოცირიძე თემურ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თემურ გოცირიძე დაიბადა 1955 წლის 20 იანვარს ამბროლაურში. – საპატიო აკადემიკოსი. თბილისის მერიის მიერ მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „თბილისზე მზრუნველი“ 2014 წ.
განათლება – დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება
- თბილგვირაბმშენის მე-5 საგვირაბო რაზმის მუშა-ბრიგადირი (1973-1975)
- თბილგვირაბმშენის ინჟინერი (1975-1978)
- თბილგვირაბმშენის შახტის უფროსი (1978-1988)
- თბილგვირაბმშენის მშენებლობის უფროსი (1988-1997)
- შპს კარიბჭეს დირექტორი (1997-2019)
- საქართველოს ეროვნული აკადემიის უნივერსიტეტის პროფესორი (2002-2004)
- საქართველოს ეროვნული აკადემიის სოციოლოგიური კვლევის ცენტრის განყოფილების უფროსი (2004-2008)
- სს ენერგოკავშირის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2008-2019)
- არასამთავრობო ორგანიზაცია, სახალხო დიპლომატიის ცენტრის „პერსონას“ პრეზიდენტი (2012-)
- მე-9 მოწვევის პარლამენრის წევრი 2019 წლის 10 დეკემბრიდან: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.