კოღუაშვილი პაატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პაატა კოღუაშვილი – დაიბადა 1956 წლის 5 სექტემბერს ქუთაისში. — ეკონომისტი, პოლიტიკოსი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის ავტორი.
განათლება – საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი (1978).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): მაჟორიტარი, ადიგენის საარჩევნო ოლქი, საქართველოს სახალხო ფრონტი, აგრარული რეფორმის ქვეკომისიის თავმჯდომარე;
- სახელმწიფო საბჭოს წევრი;
- პრემიერ-მინისტრის მოადგილე აგრარულ საკითხებში (1992).
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) პროპორციული წესით, №5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „11 ოქტომბერი“, სახალხო ფრონტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პედაგოგები
- ქართველი ეკონომისტები
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები 1990-1991
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები 1992-1995
- საქართველოს სახალხო ფრონტის წევრები
- საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- კოღუაშვილები