ამენ-ო კაგუიამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:45, 24 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამენ-ო კაგუიამა – (იაპონ.) „ბრწყინვალე“, „ელვარე“, ციდან ჩამოვარდნილი მთა, მაგიური ნივთების საბადო.
აქედან წაიღეს ღმერთებმა ის ჯადოსნური საგნები, რომელთა მეშვეობით გამოქვაბულში დამალული ამატერასუ გარეთ გამოიტყუეს. ესენი იყო: ხარირემის ბეჭი; ხე, რომელზეც ჯადოსნური ყელსაბამი ჩამოკიდეს; ვაზი, რომლის ლერწებით ამატერასუმ კაბის სახელოები შეიკრა; რომელიღაც ჯადოსნური მცენარის ფოთლები მაგიური რიტუალისთვის. ამ მთის მიწა მისნობისთვის გამოიყენებოდა.