ბურჯანაძე ნინო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნინო ბურჯანაძე – დაიბადა 1964 წლის 16 ივლისს ქუთაისში. — იურისტი, პოლიტიკოსი. იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. პარლამენტის თავმჯდომარე (2001-2004). ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (2003 წლის ნოემბერი - 2004 წლის იანვარი; 2007 წლის ნოემბერი - 2008 წლის იანვარი). 2008 წლის დეკემბრიდან პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (2013).
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1981-1986); მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტი (1986-1990).
სამუშაო გამოცდილება
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის დოცენტი (1990-)
- საქართველოს ეკოლოგიის სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტი (1991-1992)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიური ლაბორატორიის კონსულტანტი (1994-1998)
- მოსკოვის საკავშირო საზღვაო საპროექტო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დოქტორანტი (1995-)
პარლამენტის წევრი
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარე.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 2001 წლიდან;
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008) - მაჟორიტარი, №59 ქუთაისის საარჩევნო ოლქი, ბლოკი „ბურჯანაძე - დემოკრატები“, პარლამენტის თავმჯდომარე.
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები 1995-1999
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები 1999-2004
- საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები 2004-2008
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური ლიდერები
- საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები
- ბურჯანაძეები