ხიდაშელი თინათინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თინათინ ხიდაშელი

თინათინ ხიდაშელი – დაიბადა 1973 წლის 8 ივნისს თბილისში.

განათლებაივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი (1995).

სამუშაო გამოცდილება

  • იურიდიული, სამართალდაცვითი საქმიანობა.
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი 1994 წლიდან, თავმჯდომარე (1999-2001, 2003-2004);

საქართველოს პარლამენტის უფროსი სპეციალისტი (1994-95);

  • საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, საერთაშორისო მდივანი (2005-2009).
  • ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი (2010- 2012): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“.
  • მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2015): მაჟორიტარი, №11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, თავმჯდომარე, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ფრაქციის - „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“ თავმჯდომარის მოადგილე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.
  • თავდაცვის მინისტრი (2015-2016).


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები