დოლიძე ვიქტორ (პოლიტიკოსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვიქტორ დოლიძე – დაიბადა 1973 წლის 4 ივლისს თბილისში.
განათლება – ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1995).
შრომითი გამოცდილება
- მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე (1995-2005);
- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2005-2009).
- ქალაქ თბილისის მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრი (2010); პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2015).