ცუცხვაშვილი გია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გია ცუცხვაშვილი – დაიბადა 1959 წლის 10 ივნისს ქუთაისში.
განათლება – მოსკოვის ბაუმანის სახ. უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი (1982).
სამუშაო გამოცდილება
- ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასისტენტი (1982-95).
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): არჩეული იმერეთის რეგიონული სიით, ბლოკი „11 ოქტომბერი“, განათლების და მეცნიერების კომისიის წევრი.