საჯაია ნუგზარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნუგზარ საჯაია – (დ. 25 დეკემბერი, 1941, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში — გ. 25 თებერვალი, 2002).
განათლება – თბილისის ა.ს. პუშკინის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკის ფაკულტეტი (1963-64).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსპექტორი; ვაკის, ნაძალადევის რაიონის რაიკომის განყოფილების გამგე; მცხეთის რაიკომის პირველი მდივანი; ჩხოროწყუს რაიკომის პირველი მდივანი; ფოთის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე; რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე; საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე (1970-1990).
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან;
- საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - უშიშროების საბჭოს მდივანი (1995-2002).
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
სახელმწიფო ჯილდოები
ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენების კავალერი.