კლიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კლიო – (ბერძნ.) ცხრა მუზათაგანი.
თავდაპირველად, როგორც ჩანს, კლიო ჰეროიკული სიმღერის მუზა უნდა ყოფილიყო. კლასიკის პერიოდში კი იგი ისტორიის მუზად შერაცხეს. მისი მუდმივი ატრიბუტია პაპირუსის ან პერგამენტის გრაგნილი.