ბაქლავა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:26, 22 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაქლავა — ტკბილი ნამცხვარი. კვერცხში, ერბოში და წყალში მოზელილ პურის ფქვილის ცომისაგან თხელ ფენებს, სულ ოცდახუთ ანდა ოცდაათ ფენას გაიყვანდენ, სპილენძის სპეციალურ ჭურჭელში ჩააწყობდნენ, ყოველ მეხუთე ფენაზე, ნიგოზში ჩანაყილ შაქარს მოაყრიდნენ, რომბის მაგვარად დაჭრიდნენ და შეწვავდნენ, შემდეგ სქელ შერბეთს მოასხამდნენ.
ლიტერატურა
ჯაჯანიძე, 1961; აბაშიძე, კომახიძე, 1998:157.