ეპისკოპოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:42, 19 ნოემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეპისკოპოსი - (ბერძ. სიტყვა-სიტყვით, ზემოდან ცქერა) მეთვალყურე, მოციქულთა მემკვიდრე, რომელსაც მიენიჭა ხელდასხმის საიდუმლოს სისრულე (არსით ეპისკოპოსი არის სამღვდელო იერარქიის უმაღლესი საფეხური.) ეპისკოპოსი ეწოდება ეპარქიის მეთაურს ან მის თანაშემწე მღვდელმთავარს.
ყოველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი მართავს თავის ეპარქიას, ანუ ეკლესიებს, რომლებიც განთავსებულია განსაზღვრულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე. როგორც წესი, ეპისკოპოსის ტიტული განპირობებულია თავისი ეპარქიის მთავარი ქალაქის სახელით.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- მართლმადიდებლობის საფუძვლები