ლაგოდეხის თეთრყვავილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლაგოდეხის თეთრყვავილა – (Galathus lagodechianus Kemularia-Natadze); ოჯახი: ამარილისისებრთა. მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა. ფოთლები პრიალაა, მწვანე. საყვავილე ღერო ფოთლებზე გრძელია. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები ღრმად ჩაზნექილია, კოვზისებური ფორმის. შიგნითა ფოთლებს თირკმლისებური, მწვანე, იშვიათად ყვითელი ლაქა აქვთ. ყვ. ნაყ. II-IV. მცენარე კავკასიის ენდემია. აღწერილია ლაგოდეხში. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. მისი ნახვა შესაძლებელია ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარე ალაზნის ჭალაში.