დაფარვა (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაფარვა - ჯარების (ძალების) განლაგების და საქმიანობის შენიღბვის ხერხი, აგრეთვე სხვადასხვა ობიექტის გამნიღბველი ნიშნების აღმოფხვრა ან შესუსტება. აღწევენ შენიღბვის დისციპლინის და ჯარების ფარული მართვის მოთხოვნების დაცვით, პირადი შემადგენლობის სიფხიზლით, ჯარების (ძალების) და ზურგის ობიექტების დაშორიშორებით, მათი განლაგების რაიონების შეცვლით, ადგილმდებარეობის და შენიღბვის საშუალებების მარჯვე გამოყენებით და სხვა ღონისძიებებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები