გარნიზონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:43, 9 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გარნიზონი - (ფრანგული - garnison)
1. სამხედრო ნაწილები, სამხედრო სასწავლებლები და დაწესებულებები, რომლებიც მუდმივად ან დროებით არიან განლაგებული დასახლებულ პუნქტში, ან მის ფარგლებს გარეთ და საჯარისო სამსახურის საკითხებში ექვემდებარებიან ერთიან სარდლობას.
2. გამაგრებულ რაიონში, ციხესიმაგრეში ან სხვა ცალკეულ თავდაცვით ნაგებობაში განლაგებული ჯარები (ნაწილები, ქვედანაყოფები).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.