მადის დასაქვეითებელი საშუალება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:08, 3 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მადის დასაქვეითებელი საშუალება - (appetite suppressant), საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სიმსუქნის მკურნალობის დროს, შიმშილის გრძნობის დათრგუნვის ან მიღებული საკვების რაოდენობის შემცირების მიზნით. ამ ჯგუფის სამკურნალო პრეპარატების უმრავლესობა მიეკუთვნება სიმპათომიმეტიკურ ამინებს, რომელთა ეფექტურობასაც მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა უძილობა, დამოკიდებულების ფენომენი და სხვა. ადრე ამ მიზნით იყენებდნენ ამფეტამინებსაც, მადის დამაქვეითებელი ეფექტის გამო.
სინონიმები:
- ანორექსიული საშუალება
- ანორექსანტი.
იხილე აგრეთვე
აშლილობა, გამოწვეული ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარებით