საარტილერიო ნაღმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საარტილერიო ნაღმი – ნაღმსატყორცნის გასროლის დამაზიანებელი ელემენტი. ფრენის დროს, საარტილერიო ნაღმი სტაბილიზაციის მიხედვით, არის ფრთიანი არამბრუნავი და მბრუნავი. ფრთიანი შედგება წვეთისებრი ფორმის კორპუსისაგან, აღჭურვილობისა და სტაბილიზატორისაგან. მბრუნავი საარტილერიო ნაღმის კორპუსს აქვს საარტილერიო ჭურვის ფორმა. ყველაზე მეტად გავრცელებულია მსხვრევადი, მსხვრევად-ფუგასური, ფუგასური, ცეცხლგამჩენი და საკვამლე საარტილერიო ნაღმები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები