სამხედრო მოსამსახურეების განმასხვავებელი ნიშნები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:46, 1 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამხედრო მოსამსახურეების განმასხვავებელი ნიშნები - ნიშნები ფორმის ტანსაცმელზე პერსონალური სამხედრო წოდების, შეიარაღებული ძალების სახეობის, ჯარების გვარეობის, სპეციალური ჯარისადმი, სამსახურისადმი კუთვნილების აღსანიშნავად.
განმასხვავებელი ნიშნებს განეკუთვნება:
- სამხრეები;
- საყელოს ფერადი დანაკერები;
- ეპოლეტები;
- სამკერდე ნიშნები;
- სამკლაური ნიშნები (მინაკერები, შევრონები);
- ნიშნები ქუდზე;
- ნიშნები სამხრეებზე;
- ნიშნები საყელოს ფერად დანაკერებზე;
- ნიშნები ეპოლეტებზე (კოკარდები, ემბლემები, ვარსკვლავები და სხვა);
- არშიები;
- ლამპასები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.