აკვატორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აკვატორია - (ლათინური aqua – წყალი და territorium – ტერიტორია) - წყლის ზედაპირის მონაკვეთი ოკეანეების, ზღვების, ტბების, წყალსატევების და დიდი მდინარეების რაიონებში ან პორტებში დადგენილი საზღვრების ფარგლებში. პორტის აკვატორიაში ხდება გემების ჩატვირთვა-გადმოტვირთვა; საქარხნო აკვატორიაში – გემების მშენებლობა ან შეკეთება; პოლიგონის აკვატორიაში მიმდინარეობს გემებისა და წყალთან დაკავშირებული სხვა ტექნიკის გამოცდა. ჰიდროთვითმფრინავების აფრენის და დაფრენის მონიშნული წყლის ზედაპირებიც წარმოადგენენ აკვატორიას.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017