სამხედრო პოტენციალი
სამხედრო პოტენციალი - სახელმწიფოს (სახელმწიფოების კოალიციის) მაქსიმალური შესაძლებლობანი, რომლებიც შეიძლება მობილიზებულ და გამოყენებულ იქნეს მისი სამხედრო ძლიერებისათვის, სამხედრო ორგანიზაციის მშენებლობის, შენახვის და ომის წარმოებისათვის.
სამხედრო პოტენციალი არ არის თვითკმარი ცნება. იგი წარმოადგენს სახელმწიფოს სხვა პოტენციალის ხერხსა და ფორმას. სამხედრო პოტენციალის შემადგენელი ელემენტების უმრავლესობა (სამხედრო-ეკონომიკური, სამხედრო-დემოგრაფიული, სამხედრო-სამეცნიერო და სხვა.) შემოდის სხვა პოტენციალებიდან. მხოლოდ სამხედრო პოტენციალისთვის დამახასიათებელ კომპონენტებს განეკუთვნება: სამხედრო სფეროში ქვეყნის ორგანიზაციულ-ტექნიკური, მმართველობითი, ოპერატიულ-სტრატეგიულიდა სხვა შესაძლებლობები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017