ჟეთეგეილე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჟეთეგეჲლე / ჟეთეგეჲლე ჟეთი ჟილჲან-ი / ჟეთი ჟულდუზ-ი / ჟეთი ჟუღუთურ-ი (ბალყ.- ყარაჩ. Жетегейле -„დიდი დათვის თანავარსკვლავედი“; Жетегейле жети жилян – „შვიდი გველის დიდი დათვი“; Жети жулдуз – „შვიდი ვარსკვლავი“ [სამონადირეო ენაზე]; Жети жугъутур – „შვიდი ჯიხვი“ [მწყემსთა ენაზე]) – ბალყარულ ყარაჩული საწესო ცეკვა. ამ ცეკვას ქორწილში შვიდი მოცეკვავე მაშინ ასრულებდა, როცა უხუცეს მექორწილეებს თაფლუჭით (бал аякъ) სავსე თასს მიართმევდნენ.
ლიტერატურა
Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореография и символика. Нальчик, 2003.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017