ავსტრალია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:11, 4 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავსტრალია (ლათინური აუსტრალის – სამხრეთით მდებარე), სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარე კონტინენტი, მისი ფართობი შეადგენს 7631,5 ათას კმ2. ავსტრალიის კავშირის სახელმწიფო. ძირითადი ტერიტორია გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 3200 კმ-ზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ – 4100 კმზე. ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ სანაპიროები შემოსაზღვრულია ინდოეთის ოკეანით და მისი ზღვებით, აღმოსავლეთი – წყნარი ოკეანის ზღვებით. კონტინენტის აღმოსავლეთი ნაწილი უკავია დიდ წყალგამყოფ ქედს (უმაღლესი წერტილი – მთა კოსტიუშკო 2228 მ), შუა ნაწილი დაბლობი ღრმულით – ეირის ტბას. ტერიტორიის დასავლეთ ნაწილი – დაბალ მთიანეთს (400–500 მ) ცალკეული ქედებითა და დატოტვილი მთებით. მატერიკის შიდა ნაწილი მოიცავს გიბსონის, დიდი ქვიშის და ვიქტორიის ვრცელ უდაბნოებს. ჩრდილოეთ ნაწილში კლიმატი სუბეკვატორულია, სამხრეთით – სუბტროპიკული, ცენტრალურ ნაწილში – ტროპიკული. ყველაზე წყალუხვი მდინარეა მურეი, ყველაზე გრძელი მისი შენაკადი დარლინგი (2740კმ).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები