თალმუდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თალმუდი - (ძვ. ებრ.) სიტყვა-სიტყვით ნიშნავს მოძღვრებას. იუდაიზმის ენციკლოპედიის მიხედვით, იგი არის თორას, მიშნას, აგადასა და გალახას ერთობლივი კრებული, რომელიც შექმნილია 3000 ბრძენი მორწმუნე ებრაელის მიერ. ისინი სხვადასხვა დროს და სხადასხვა ადგილზე ცხოვრობდნენ და შექმნეს თალმუდის უზარმაზარი კრებული. იგი არის იუდეველთა რელიგიურ-ლიტერატურული ძეგლი, რომლის მითითებებისა და კანონების შესრულება მიზანშეწონილია ყველა მორწმუნე ებრაელისათვის. მასში წარმოდგენილია ბიბლიური ცნობები ღმერთზე, სამოთხესა და ჯოჯოხეთზე, ქვეყნისა და ადამიანის შექმნაზე, ჯილდოსა და სასჯელზე და ა.შ.

თალმუდი შეიცავს სამართლებრივ ნორმებს, რელიგიურ მიწერილობებს, კანონებს, რომლებიც ეხება სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის წარმოებას, ღმრთისმეტყველურ მსჯელობებს კულტისა და დოგმატიკის შესახებ, ეთიკურ ნორმებს, ცნობებს მათემატიკიდან, ასტრონომიიდან, ბუნებათა მეცნიერებათაგან, მედიცინიდან, ისტორიიდან, იგავებსა და თქმულებებს. მთელი ეს უზარმაზარი მასალა დალაგებულია საუკეთესო თანმიმდევრობით.

თალმუდისტები ამტკიცებენ, რომ იუდაური რელიგია არის არა მარტო რელიგია ერთი ხალხისათვის, არამედ ეს არის ეთიკური სისტემა, ზნეობრივი კოდექსი, რომელიც მისაღები უნდა იყოს ყველა დროისა და ყველა ხალხისათვის.

თალმუდის ეთიკა იცავს მიწიერი ცხოვრების წარმავალობის, ძირითად რელიგიურ იდეას და ამტკიცებს, რომ ამქვეყნიური ცხოვრებით ადამიანი ემზადება ზეციური ცხოვრებისათვის, რომ ამქვეყნიური ცხოვრება წუთიერია, ხოლო ზეციური ცხოვრება - მარადიული.

თალმუდის მიმდევრებს თალმუდისტებს უწოდებენ. თანამედროვე თალმუდში ბევრი ისეთი რამ შეიტანეს, რამაც დაამახინჯა თორა და ამიტომ თალმუდისტებს თორას (ბიბლიის) "ყალბ განმმარტებლებს“ უწოდებს იოანე ოქროპირი.



წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები