კერინეას ირემი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:53, 30 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კერინეას ირემი – (ბერძნ.) არტემისის წმინდა ნადირი, რომელსაც ოქროს რქები და სპილენძის ჩლიქები ჰქონდა. იყო ფეხმარდი და არკადიაში, კერინეას მთის ფერდობებზე დაქროდა. მას მთელი წელი სდევდა ჰერაკლე და მხოლოდ მაშინ დაიჭირა, როდესაც ფეხში მოახვედრა ისარი (ჰერაკლეს მეოთხე გმირობა). გმირმა ირემი ევრისთევსს ჩაუყვანა, ბოლოს კი კვლავ არტემისს დაუბრუნა.