ვარდანისძე ივანე (II)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:20, 9 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ივანე (II) [ვარდანისძე] - სვანთა ერისთავი XI ს-ის შუა ხანებში. ივანე (II) სვანთა ერისთავი უნდა იყოს „მატიანე ქართლისაიში“ მოხსენიებული ივანე ერისთავი, რომელიც XI ს-ის 40-იან წლებში ლიპარიტ (IV) ბაღვაშის მიერ ანისიდან მოტყუებით იქნა გამოყვანილი და დაპატიმრებული სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად.
წყაროები და ლიტერატურა
მატიანე ქართლისაი 1955: 300; ბახტაძე 2003: 216-217.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017