ჩხეტისძე შოშიტა (I)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:41, 9 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩხეტისძე შოშიტა (I) - რაჭის ერისთავი დაახლ. 1534-1550 წწ-ში. ვახუშტი შეცდომით მას მიიჩნევს პირველ რაჭის ერისთავად საერისთავოს აღდგენის შემდეგ, რასაც დოკუმენტური წყაროები არ ადასტურებენ. ამ თანამდებობაზე იგი 1534 წ. დაუსვამს იმერთა მეფის ბაგრატ III-ს.
წყაროები და ლიტერატურა
ვახუშტი 1973: 74; სოსელია 1973: 110-111.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017