ნინოწმინდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:26, 11 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნინოწმინდა, ბოგდანოვკა, ხოჯაბეგი – ქალაქი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, ზღვის დონიდან 1910-1965 მ სიმაღლეზე, ქ. თბილისიდან 167 კმ მანძილზე. სახელწოდება „ბოგდანოვკა” უკავშირდება XIX საუკუნეში რუსი სექტანტების აქ დასახლებას. 1991 წელს დაუბრუნდა ძირძველი ქართული სახელი – ნინოწმინდა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 6.2 ათ. კაცი (2014).